ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი შალვა კეკელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს გუშინ ტაძარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:
"მე ვერასოდეს მხარე ვერ ვიქნები და ნუ მთხოვთ, რომ მხარე ვიყო, იმიტომ რომ ჩემთვის ორივე მხარე ხართ ჩემი შვილები, ორივე მხარე ჩემები ხართ და ყველანი ჩემი შვილები ხართ, იმ ხალხს მინდა მოგიწოდოთ, ვინც ჩემი აზრი ვერ გაიგეთ, თუ ჩემთან ლაპარაკი გინდათ და გაინტერესებთ ჩემი აზრი, ეს ჯგუფი შეიკრიბეთ და შევხდეთ ერთმანეთს, ნებისმიერ დროს მზად ვარ თქვენთან შესახვედრათ, უბრალოდ როდესაც მთხოვთ მე აქციაზე გამოვიდე, მე არ ვეთანმხები ამ ყველაფერს, ხო შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს და ჩემ აზრს გამოვხატავდე, ადამიანებმა ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვისწავლოთ ძალიან მნიშვნელოვანია" - მამა შალვა კეკელია.
"მინდა კიდევ ერთხელ შენდობა ვითხოვო გუშინ თუ წყობიდან გამოვედი თუ ხმამაღლა ვილაპარაკე, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, როცა ადამიანს ქვეყნის მოღალატეს და რუსეთუმეს ეძახი, ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია" - ამბობს მამა შალვა კეკელია.