“ასე მოყავს ქოცნებას ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება” – გიგი თევზაძე

2 hours ago 1

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე:

მიშას რეიტინგი სულ უფრო და უფრო იზრდება ერთი მარტივი მიზეზის გამო: ქოცნება ისე ჩაეფლო საკუთარ თავში კორუფციის გამოვლენით და მასთან ბრძოლით, ვერც ამჩნევს, როგორ უზრდის რეიტინგს ერთადერთ პოლიტიკოსს, ვის სახელთანაც კორუფციასთან წარმატებული ბრძოლაა ასოცირებული.

რაც უფრო დრო გავა, ამომრჩევლის არჩევანი მიშასკენ სულ უფრო და უფრო გადაიხრება. მიზეზი ორია: 1. ქოცნების მიერ საკუთარ რიგებში კორუფციის გამოვლენის ინტენსიფიკაცია; 2. ამორჩევლის ინტიუციური მიხვედრა, რომ მხოლოდ მიშას უნდა პოლიტიკის კეთებით ისტორიაში დარჩენა. დანარჩენ პოლიტიკოსებს – საკუთარი ცხოვრების მოწყობა.

ასე მოყავს ქოცნებას ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ სჭირდება. 

ახლანდელი პოლიტიკური სტაგნაციის გამოცოცხლება/აფეთქება მოხდება მაშინ, თუკი/როდესაც უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს და დაიწყებს აფხაზეთის სანაპიროდან რუსების გაყრას/ნოვოროსიისკში შეტენვას.

სრულად წაკითხვა