საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებას და კობახიძის განცხადებას ეხმაურება:
ეს ტიპაჟი რომ უტიფარი მატყუარაა ეგ ცნობილია მაგრამ, ეს ქართველი ჟურნალისტიბიც რომ, წერაკითხვის უცოდინართა სბროდია ეგ -უარესი პრობლემა გახლავთ
არა და საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო (სსიპ) 2025 წლის გაზაფხულზე შექმნა იმ ოფიციალური მოტივით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა ადგილობრივი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO)
ამის დამადასტურებელი ბრძანება შეგიძლიათ მოიძიოთ და წაიკითხოთ. არსებობს ოფიციალური სამართლებრივი დოკუმენტი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულება“.
ამ დოკუმენტსა და მთავრობის ოფიციალურ განკარგულებებში სააგენტოს შექმნის მთავარი მიზანი ჩამოყალიბებულია იურიდიული ტერმინოლოგიით, სადაც „არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO)“ ნაცვლად გამოყენებულია მათი სამართლებრივი სინონიმი — „საზოგადოებრივი ორგანიზაციები“.
ირაკლი კობახიძე, ასე რომ, ჩემო იმანო, ტყუილს მოკლე ფეხები ავსოოო.მააშ
ცნობისთვის, ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა:
“ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, არასწორია; შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება – გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება.
2 წლის წინ კი, ირაკლი კობახიძე აცხადებდა:
“არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“.
“გრანტების სააგენტო”, რომელიც 2025 წლის აპრილში შეიქმნა, წლის ბოლოსთვის დაიხურება. სსიპ-ის 2025 წლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იყო, წელს კი – 1.6 მილიონი.
საერთაშიროსო alia.ge