,, ასე ხალხი სუიციდისკენ მიისწრაფვოდეს და არასახელმწიფოებრივად აზროვნებდეს არც სადმე წამიკითხავს და არც გამიგონია” – ზვიად ტომარაძე

1 month ago 8

4

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:

,,სულ მიკვირდა: როგორ დამარცხდა თბილისის საქალაქო არჩევნებში ილია ჭავჭავაძე?
როგორ წააგო არჩევნები აკაკი წერეთელმა მშობლიურ საჩხერეში, ზესტაფონელ მეღვინე ხუსკივაძესთან?
როგორ დამარცხდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ არჩევნებში ივანე ჯავახიშვილი და კოტე აფხაზი?
როგორ ეძახდნენ იაკობ გოგებაშვილს მოგებაშვილს, დედაენებს ყიდისო…
როგორ დაიჭირეს მაზნიაშვილი და დააბრალეს სახელმწიფო საკუთრების ქურდობა…
ახლა რასაც ვხედავ, ნებისმიერი მიმართულებით, არაფერი აღარ მიკვირს… ასე ხალხი სუიციდისკენ მიისწრაფვოდეს და არასახელმწიფოებრივად აზროვნებდეს არც სადმე წამიკითხავს და არც გამიგონია… მიეცით ნებისმიერ ერს რესურსებით ასეთი მდიდარი და გეოგრაფიულად ხელსაყრელი ქვეყანა და წალკოტად აქცევს… ჩვენ ჯოჯოხეთს დავამსგავსეთ…“

სრულად წაკითხვა