ლა ლიგაში, "ხეტაფესთან" ნამატჩევს 'რეალის" კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ, თანაგუნდელ კილიან მბაპეზე ისაუბრა და იგი კეტჩუპის ბოთლს შეადარა.
"კილიანი დიდებული ფეხბურთელია. ის კეტჩუპის ბოთლივითაა - შიგნით სოუსია, რომელიც ჯერ არ გადმოდის, მაგრამ მოულოდნელად, ერთიანად წარმოსდინდება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც მსგავს მომენტთან გვექნება საქმე"
- ამბობს ბელგიელი კარის დარაჯი.