“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

8 hours ago 3

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით ქაცარავა კონკრეტული ფაქტების გახსენებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო ვიზიტს ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვასთან დაკავშირებით:

რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ ცოცხალი აიათოლა გასცემდა ბრძანებებს, უმოწყალოდ დაეხოცათ მშვიდობიანი დემონსტრანტები.

მინიმუმ 20 ათასი მომიტინგე დახვრიტეს ქუჩებში, ასეულობით ჩამოახრჩვეს.

და ესენი, ეს მართლა უსისხლო ობერქოცები, აპირებენ წავიდნენ ცივსისხლიანი მკვლელის გასვენებაში, რომელიც დამნაშავეა საკუთარი ხალხის გენოციდში.

ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა