“ასეთი რამ კომუნისტების დროსაც არ მახსოვს!” – ირაკლი მელაშვილი

3 hours ago 2

4

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

პროტესტში მონაწილე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტატუსი შეუწყდა!

ასეთი რამ კომუნისტების დროსაც არ მახსოვს! ყოველ შემთხვევისთვის 80-იანი წლების ბოლოს, როცა სტუდენტები ვიყავით და ძალიან ბევრი ჩვენგანი მონაწილობდა საპროტესტო აქციებში. ძალიან ბევრი ლექტორი ჩვენს გვერდით იდგა, აქციებზე მილიციასთან ჩხუბშიც და თავში არავის მოსვლია კომუნისტების გინების, აქციებზე მრავალჯერადი დაკავების, ან თუნდაც მაშინდელი კანონდმებლობის დარღვევის გამო (რა თქმა უნდა, ვარღვევდით მაშინდელ კანონებს) რომელიმე სტუდენტი სასწავლებლიდან გაერიცხათ! წარმოუდგენელი იყო ეს!

მაინც, ასეთი რამ ვინმეს რომ გაებედა რა მოხდებოდა? ჯერ ეს ერთი, მთელი სტუდენტობა ფეხზე დადგებოდა. იმ სასწავლებელში მინიმუმ ლექციებზე არავინ შევიდოდა, სასწავლებლის კარებებიც ბოდიში, მაგრამ დიდი ალბათობით აიჭედებოდა, (კი კი ასე მოხდებოდა) თავად პროფესორ – მასწავლებლებში სერიოზული პროტესტი იქნებოდა და მთელი ამ პროცესის სათავეში სწორედ არა ბავშვები, არამედ ეროვნული მოძრაობის, მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები იქნებოდნენ. მე არ ვიცი რა საზოგადოებრივი რისხვა ელოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე ხელს მოაწერდნენ!

ახლა კი მაპატიეთ და მიმიფურთხებია მაგ სასწავლებლის იმ ლექტორისთვის, რომელიც სტუდენტების დასაცავად ხმას არ ამოიღებს, იგივე ეხება მაგ სასწავლებლის სტუდენტებსაც, არ აქვს მნიშვნელობა ეთნხმებიან პროტესტში ჩართული ბავშვების მოთხოვნებს, თუ არა და ვაი იმ საზოგადოებას, რომელიც ამ “ეთიკის კომისიის” წევრებს ასეთ საქციელს გაუტარებს. მაშინ რის ბიძინა, რა ბიძინა, ჩვენი საზოგადოება ყოფილა ყველაფრის ღირსი!

სრულად წაკითხვა