არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მზია ამაღლობელის დასჯაზე:
,,ერთმა ჟურნალისტმა პოლიციელს სახეში ხელი გაარტყა. ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ. ამბობენ, რომ მან დაარღვია [კანონი], პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენაო.
მაგრამ ასევე ვიცით რომ არიან ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგენენ… 5-7 კაცი ურტყამდა, დავარდნილს ქუსლებით სცემდნენ. ახლა ვიკითხოთ, რომელია უფრო დამნაშავე? კითხვა დავსვათ. თუ ეს დამნაშავეა, რადგან პოლიციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ [ჟურნალისტებს]. ისინი გადარჩნენ ღვთის ნებით თორემ მათი ხელიდან მკვდარნი იყვნენ.
ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილები.
ასეთი უსამართლობა რომ ხდება და ამაზე თვალს ხუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება.
თვალი არ უნდა დაგეხუჭოს ანუ გონება უნდა ხედავდეს სადაა სამართალი… რომელია მართალი. შენ რომ დაეცე, უნდა ხედავდე რომ დაცემული ხარ.
დღეს რომ ასეთი უსამართლობა ხდება იმათგან, ვინც სამართლის დამცველები არიან, ამას უნდა ხედავდეთ და არამხოლოდ ხედავდეთ, არამედ უნდა ამბობდეთ, რომ ეს არის უსამართლობა.
ბევრი ხედავს და ამბობს. ამიტომ ვამბობ მე რომ ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებენ , მართლები არიან. ხოლო ვინც დუმს მასთან არ მოვა ჭეშმარიტება. როცა შენ მოგადგება ბოროტება, ვერ დაინახავ რომ ის ბოროტებაა იმიტომ რომ ერთხელ მიიღე”.