ასეთია საშობაო ნაძვის ხის ისტორია

22 hours ago 2

სურათზე: შობა ვანდსბეკერის სასახლეში, ≈1800 წ.

საშობაო ნაძვის ხესთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს, ნამდვილ ისტორიას  გერმანისტი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გვიზიარებს:

“რენესანსამდე ნაძვის ხე არსად ჩანს საშობაო ზეიმზე და ისიც მისტერიებში, როგორც მარადმწვანე მცენარე, თორემ მორთული ხეებით მითრას კულტშიც მზის ღმერთს მიაგებდნენ პატივს ზამთრის მზებუდობის ჟამს. მაგრამ, რენესანსის პერიოდშიც და შემდეგ მეთვრამეტე საუკუნემდე უაღრესად იშვიათი იყო საზეიმო ნაძვის ხე. მეთვრამეტეში აქა-იქ გვხდება გერმანიაში.
მხატვრულ ლიტერატურაში, გოეთე ახსენებს მას ერთ-ერთი პირველი, „ვერთერის ვნებებში“ (1774).
იქვე, გოეთეს ვაიმარში, 1815 წლის შობის წინა ღამეს გამომცემელმა და წიგნებით მოვაჭრე ვილჰელმ ჰოფფმანნმა საზოგადოებრივ სივრცეში, მსოფლიოში პირველად, დადგა მორთული ნაძვის ხე ღარიბი ბავშვებისათვის.
მეცხრამეტე საუკუნეში ნელ-ნელა მოდური ხდება საშობაო ნაძვის ხე და გერმანიიდან სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება.
ყველაზე პოპულარული საშობაო ნაძვის ხე გერმანიაში არის და იყო ნორდმანის სოჭი (Abies nordmanniana), რომელსაც კავკასიურსაც (Kaukasus-Tanne) უწოდებენ, რადგან ფინელმა ალექსანდერ ფონ ნორდმანნმა 1835 წელს ბორჯომში „აღმოაჩინა“ ეს ხე, რომელიც ლამაზია და სწორი, წიწვები ნაკლებად მჩხვეტელი აქვს და მალე იზრდება.”

სრულად წაკითხვა