მსახიობ გივი სიხარულიძისთვის სიმართლე რამდენიმე წინადადებაში ეტევა:
“ვინ მოაკვლევინა მერაბ კოსტავა? გია ჭანტურია? ზურაბ ჭავჭავაძე – უწესიერესი, ეროვნული კაცი? ვინ მოაკვლევინა პატარიძე, პრემიერ მინისტრი რომ იყო შევარდნაძის დროს? და მრავალი და მრავალი? რომელიმე ინტელიგენციის წარმომადგენელმა – პროფესორებმა, აკადემიკოსებმა – ვინმემ როდესმე გაიღო ხმა?
ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც სასტიკად გვეზიზღება სიმართლე. ჩვენ მონები ვართ. მონებად ვართ გადაქცეული და ჩვენი ქვეყნის უბედურება ჩვენი მონა-მორჩილებაა. მეც მონა ვარ და 99 პროცენტი ეგეთია. მონა ვარ, აბა, რა ვარ – თუ რამე ვიცი, რატომ არ ვლაპარაკობ? ამას კი ვამბობ, მაგრამ რატომ ფაქტებით არ ვიძახი? სახელები და გვარები ვიცი, მაგრამ ხომ არ ვლაპარაკობ? აი, ეს არის ჩვენი ერის უბედურება – ჩვენ მონები ვართ!”