ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა

2 months ago 43

ტელეგრამ არხ „Абхазский Портал-ის“ ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა.

შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა.

ტელეგრამ არხის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გზაზე ორივე ზოლი თავისუფალი იყო, პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა გზატკეცილზე მყოფ ერთადერთ ავტომობილს შესჯახებოდა.

პრეზიდენტის ავტოკოლონამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, ხოლო დაზიანებული მანქანა მინისტრთა კაბინეტის შენობის წინ დატოვეს.

სრულად წაკითხვა