“ასობით ჩვენება აქვთ, ყველა პოლიტიკოსზე. ასობით! – არ ვხუმრობ” – უჩა აბაშიძე

2 days ago 9

280

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს:

მერე ისე არ დაგვემართოს, არჩევნების წინ 3 კვირა რო პირადობებს ყიდულობდნენ კრიმინალები და ჩვენმა პოლიტ. ესტებლიშმენტმა რო თავები მოიშტერეს – და მერე, არჩევნებზე აღმოაჩინეს, რო “უიიი, აიიი თურმე რისთვის ყიდულობდნენ“. წინასწარ შეგახსენებთ ერთ ამბავს:

უამრავჯერ ხდება, რო აქტივისტს იჭერენ, მისი დაჭერა არ ხმაურდება – ოჯახის წევრები კი ქოცები აღმოაჩნდებიან. მერე მასზე მიდის ზეწოლა – ოჯახიდანაც და პოლიციიდანაც – რასაც დაგიდებთ – ხელს მოაწერ და ჩუმად გამოვარდები გარეთო.

და ძალიან ბევრი – აწერს! (ადრე მეტი აწერდა კიდე) – და პაჩკებად უდევთ ცრუ-ჩვენებები, სხვადასხვა პოლიტიკოსებზე – ფულს მაძლევდაო, ნარკოტიკს მთავაზობდაო და ა.შ. მე, პირადად, 2 ასეთ შემთხვევას ვიცნობ – ვისაც დაუდეს, მოაწერა და ერთი 48 საათში გამოვიდა, მეორე 2000 ლარიანი ჯარიმით გამოუშვეს. ერთს დააწერინეს ელისაშვილზე, მეორეს მელიაზე. და ასეთი არი, სრულიად მოგონილი ფურცლები – ასობით! – არ ვხუმრობ.

ჩემს წინააღმდეგ საქმეც ეგრე იწყება – ანონიმმა კონფიდანტმა, მიაწოდა ვითომ ინფო – რო უჩამ დააჰაკერა justice.gov.ge (ვერანაირად ვერ დამიმტკიცეს, ჩატეხეს, გააქრეს – მარა ჩემ წინააღმდეგ ჩხრეკა, დევნა და ყველაფერი – ამ საბაბითაა, ანონიმი კონფიდანტი – ხელს მადებს – მე ვიცი რო იუსტიციის საიტი დახაკაო)

ამიტომ არის ყველა ეგეთი საქმე – რომელიც ანონიმი კონფიდანტით იწყება, პრობლემური – ახობაძეც მასე იყო, სხვებთანაც მივარდნა აყვანა/ჩხრეკაც მასე “პრავდება“ ხშირად, ან წინასწარ აწერიებენ ვინმე აბდალს ხელს – ან ჯერ იჭერენ ვინც აარჩიეს, მერე იტაცებენ ვინმეს – აშინებენ და უკანა რიცხვით ჩნდება “ანონიმი კონფიდანტი“.

(მე უკვე 3 თვის მერე მთავაზობდა აქ ერთი, თუ ჩაუშვებ კონკრეტულ პოლიტიკოსს – დაგილაგებ შეღავათსო)

ხოდა, ვინც თავს ჭურში იმყოფებთ, გახსენებთ, რო ასობით ჩვენება აქვთ დაწერინებული, ყველა პოლიტიკოსზე – მარა მსვლელობა არ აქვთ მიცემული, ინახავენ. ახობაძის გაშვებამ – ისევ – აალაპარაკა და გულში დააჯერა ზოგი, რო რაღაც კანონიერება არსებობს ვითომ.

მოვა დღე, მაგ დაწერილ “დანოსებს“ გატენიან და გაისვრიან: “ანონიმმა კონფიდანტმა …“. ნუ მოიშტერებთ თავებს ახლიდან, თქვენი ჭირიმე. ჩვეულებრივი ჩეჩნეთ-ირანია და ზოგი მაინც ძაან ცდილობს სხვაგან ბანაობდეს.

სრულად წაკითხვა