თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, კომპანია „ნოვას“ საწარმოო ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.
„ნოვამ“ მომხდარს „ტექნიკური ინციდენტი“ უწოდა.
„საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
„ნოვას“ ცნობით, ადგილზე „დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები“, „ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა“.
კომპანიის ინფორმაციითვე, „ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და „სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“.
საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქების ხმა გამთენიისას გაიგეს.
radiotavisupleba ახალი ამბები