აფხაზეთი არ ვითარდება, რადგან პუტინს ასე სურს – ზელენსკი

1 day ago 1

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ლუქს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე სიტუაცია, ჰგავს დონბასის ვითარებას.

“მათ აქვთ აფხაზეთი. ეს იგივეა, რაც ჩვენთან დონბასში ხდება, რომელიც კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით, თქვენც გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე სურდა,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პუტინს არ უნდოდა აფხაზეთის განვითარების დაშვება, რადგან “გაყინული კონფლიქტის გამო არც ევროკავშირში მიგიღებენ და არც ნატოში”.

“ეს პუტინის ნამოქმედარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს ეს გავლენა. ანუ, მან საქართველო უკან მიაბრუნა. ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა ტოვებს ქვეყანას და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა. ისინი წავლენ, მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, სურთ განვითარება. ზოგი აშშ-ში, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგი ბრიტანეთში, ” – თქვა ზელენსკიმ ფრიდმანთან ინტერვიუში.

სრულად წაკითხვა