WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →
Photo: screengrab from The Birth of Georgia's Youtube Program.

აფხაზეთში 1992-1993 წლების ომის დროს ტყვეების გაცვლის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში, პროკურატურამ აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, რომელიც იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

This post is also available in: English