აფხაზეთში მაინინგთან ბრძოლა გაძლიერდა – TASS

2 weeks ago 6

რუსულ გამოცემა “TASS-თან” აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, რომელიც ენერგოუსაფრთხოების შტაბს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გააძლიერა ზომები ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად, უსაფრთხოების ძალებს მიეწოდება უფრო ზუსტი მისამართები შესაძლო კრიპტო ფერმების ადგილსამყოფელზე.

“ჩვენი შტაბის მუშაობა გრძელდება, ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას მაინინგთან საბრძოლველად, სამართალდამცავებსა და ელექტრიკოსებს გავაგზავნით უფრო ზუსტ მისამართებზე, რომელთა გარკვევაც მოვახერხეთ ინტერნეტ პროვაიდერებთან მუშაობისას. მანერებთან ბრძოლას ვაგრძელებთ იმის მიუხედავად, არის თუ არა ელექტროენერგია. გარდა ამისა, პირველი მოსმენით მიღებული იქნა კანონპროექტი მაინერების სრული აკრძალვის შესახებ, ვფიქრობ, ის მალე მეორე მოსმენითაც იქნება მიღებული,”- განაცხადა ბგანბამ.

რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო”. ამის შესახებ რუსულ გამოცემა TASS-ს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროდან განუცხადეს.

“დღეს, მოსკოვის დროით 07:00 საათიდან, დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება”, – თქვა პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჯანსუღ ნანბამ.

“ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, ძალაში შევიდა პირველ ნოემბერს შემოღებული ელექტროენერგიის მიწოდების წინა გრაფიკი, ოთხსაათიანი შეზღუდვით – ორ-ორი საათი დღისით და ღამით.


21 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “ახლა საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სახლებში სინათლისა და სითბოს დასაბრუნებლად”. ამასთან დაკავშირებით მან მიმართა რუსეთის ფედერაციას ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკას შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფა შეექმნას.

სრულად წაკითხვა