“აქ დავწერ ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას” - რას წერს ნინო ქათამაძე

4 hours ago 2

მომღერალი ნინო ქათამაძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მდგომ სტუდენტების დახმარების შესახებ საუბრობს:

“აქ დავწერ ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას.

ჩვენი სტუდენტები რომლებიც მარტის თვიდან წინა ხაზზე დგანან და ბრძოლობენ, მათ აქვთ პრობლემები, რომლებზეც არც კი საუბრობენ.
ამაშიც განსაკუთრებულები არიან.

სტუდენტებს ძალიან უჭირთ სწავლის საფასურის გადახდა, სახლის დაქირავება.
იცით როგორ უჭირთ რეგიონებს.

ამიტომ, ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მივცეთ მათ სწავლის, განვითარების საშუალება.
დავეხმაროთ სტუდენტებს.

ჩვენი თანადგომა მათ უფრო ძლიერს, თავდაჯერებულს გახდის.

განათლება უპირველეს ყოვლისა” - წერს ნინო ქათამაძე.

სრულად წაკითხვა