WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

16

ლალი მოროშკინა, სოვიალურ ქსელში, წერს:

ეს ჩვენი ბიჭები, პოლიციელები, უსაფრთხოება,
წვალობენ, დალეწილები ბრუნდებიან სახლში, იშუშებენ მორალურ და ფიზიკურ იარებს და ამ დროს ვიღაც მტერი,
უხილავი ხელით ისე ურევს სიტუაციას, რომ კვლავაც წკიპზე ვართ ფრონტის ხაზისგან, ახლა უკვე თურქეთის მხრიდან!
ალბათ უპრიანია სასწრაფოდ შეიკრიბოს უშიშროების საბჭო,
ავწონ -დავწონოთ არსებული, “გამაზული” და მოსალოდნელი რისკები, გავუშვათ პენსიაზე ყველა ის პერსონა, რომელთა უნიათობით ქვეყანაში ჩიხური სიტუაცია შეიქმნა და დღეის იქით, არცერთი გადაწყვეტილება თუ
საჯარო ინტერვიუ,
რომელმაც შეიძლება ქვეყანა დააზიანოს, საბჭოს ცენზურის გარეშე არ გასაჯაროვდეს.
ახლა ვიღაცამ არ მითხრას დემოკრატიაო?
სუბორდინაცია ჯერ არავის გაუუქმებია.
წარმოუედგენელია, მხოლოდ პრემიერს აკიდო ყველა ტვირთი.
ადამიანია, მანქანა კი არა!
მივეჩვიოთ სირთულეების გადანაწილებას და ღირსეულად გადალახვას.
რაც შეეხება თურქეთში საქართველოს საელჩოებთან საპროტესტო აქციებს, იმედია გესმით, რომ ეს სპეციალურად და საგანგებოდ დადგმული დემარშია, ისევე როგორც ე.წ. თურქი ფანები, კაი გაპარსული კისრებით და მწყობრი ნაბიჯით.
აქ ლოხი არავინაა!
საქართველოში გუშინ მოხდა თურქული სპეც.სამსახურების შემოდინება, სიტუაციის არევის დავალებით რაც დაკავშირებულია ქართულ-რუსული დიალოგის აღდგენის მცდელობით.
ყველგან ფიასკოა.
ვერც დიალოგი აღდგა ჯეროვნად,
თურქეთიც გადავიკიდეთ.
ახლა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, როგორ მოვიქცეთ.
იქნებ დროა რამოდენიმე სკამიდან ერთზე გადავინაცვლოთ, მოვახდინოთ როტაცია გარკვეულ უწყებებში, გავძლიერდეთ პოზიციებში და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რომელიც მხოლოდ გაღრმავდება.
გამოსავალი ყოველთვის არსებობს!
შიდა და გარე მტერი გააქტიურებულია,
მაგრამ ღმერთი ყოველთვის ჩვენს გვერდზეა, როცა ჩვენ ის გვახსოვს!