WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ციხეებში შექმნილ რეალობაზე საუბრობს:

“როგორც ჩანს, ციხეებში მართლაც რთული ვითარებაა.

აქამდე არნახული ამბავი ჩაიდინა ხელისუფლებამ და დავითაძესთან შესულ ადვოკატს პატიმართან საუბრის დროს ხელით გაკეთებული ჩანაწერები არ გამოტანეს.

არადა ასეთი აკრძლავა არცერთ კანონში არ წერია. კანონი კიდევ ერთხელ ფეხებზე დაიკიდეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვა პატიმრების ადვოკატებს უკვე არა გამოტანის, არამედ ციხეზე ხელნაწერის შეტანის უფლება არ მისცეს.

სავრაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებას ეშინია პატიმრებმა ასე ერთმანეთს მესიჯები არ გადასცენ და ბუნტი არ დააორგანიზონ ანუ შეეშინდათ, დავითაძემ რამე ისეთი ხომ არ უკარნახა საიას ადვოკატს, რომელსაც მერე ის სხვა პატიმრის ადვოკატს გადასცემდა, ხოლო ეს ადვოკატი ისევ ციხეში შეიტანდა და თავის კლიენტს მისცემდა.

სხვა ახსნა მე არ მაქვს ამ უპრეცენდენტო უკანონობის, მაგრამ ასეთი რამის გაკეთება თუ უნდა რომელიმე ადვოკატს, ზეპირად ვერ დაიმახსოვრებს დანაბარებს?

შიშს მართლა დიდი თვალები აქვს“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.