
ოპოზიციური პარტია „ახალის“ წევრსა და აქტივისტს, საბა სხვიტარიძეს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის „განზრახ სხეულის დაზიანების“ მიყენებაში ცნო დამნაშავედ. სხვიტარიძე თავს უდანაშაულოდ ცნობს, მისი დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ იგი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა მას შემდეგ, რაც მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პოლიციელი მისი ჯგუფის სხვა წევრს დაესხა თავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გადაწყვეტილება 3 სექტემბერს გამოაცხადა.
სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა, მოგვიანებით მისი ბრალი 120-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც უფრო მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.
This post is also available in: English
Read Next
02/09/2025 - 13:29
თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა მომიტინგეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“ პატიმრობა შეუფარდა
15/08/2025 - 16:49
აფეთქების მომზადებაში ბრალდებულ დავით ხომერიკს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
15/08/2025 - 12:37
აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი გაათავისუფლეს
12/08/2025 - 11:50
ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ანატოლი გიგაურს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა
08/08/2025 - 18:20
ორ მომიტინგეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
30/07/2025 - 11:53