აქტივისტები აცხადებენ, რომ მანქანა რუსთაველზე სცენის ასაწყობი კონსტრუქციით შსს-მ საჯარიმოზე გადაიყვანა

5 hours ago 2

მანქანა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე ასაწყობი სცენის კონსტრუქცია იყო განთავსებული საპატრულო პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, მძღოლს კი ტელეფონი ჩამოართვა. ამ სცენიდან 21:00-ზე იგეგმებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართვა აქციის მონაწილეებისადმი.

უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით თბილისის მერიას აცნობეს, რომ კვირას სცენის აღმართვას აპირებდნენ და მოლაპარაკებები თითქოს წარმატებით დასრულდა. შემდეგ კი სცენით დატვირთული მანქანის მძღოლი საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მანქანა დაათვალიერა, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა, მძღოლს კი დროებით ტელეფონი ჩამოართვა.

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა გიგა ლემონჯავამ კი ტელეკომანია “ფორმულას” გადაცემა “მრგვალ მაგიდაში” განაცხადა, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტრო საათების განმავლობაში წელავდა აქ (რუსთაველზე) ადგილის შეთანხმების, ანუ სცენის დადგმის ადგილის შეთანხმების პროცესს. 3-4 საათის განმავლობაში. საბოლოოდ, რაღაც ლოკაციაზე შევთანხმდით და ამის შემდეგ, მანქანა, ტრაილერი, რომლითაც მოჰქონდათ ტექნიკა, სცენა და გახმოვანებისთვის საჭირო კონსტრუქცია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გმირთა მოედნიდან გაიტაცა.”

სრულად წაკითხვა