აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

14 hours ago 2

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს თბილისში გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.. საქმე ეხება პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას, როდესაც მოქალაქეები თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ.

სწორედ ამ აქციაზე ეჭირა კურატიშვილს საპროტესტო ბანერი წარწერით – „ანწუხელიძე უკვდავია“. ის ტროტუართან იდგა. სწორედ იმ დროს მივიდა მასთან რამდენიმე პოლიციელი და დააკავეს.

სრულად წაკითხვა