აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლში პოლიცია შევიდა

2 weeks ago 13

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სავარაუდოდ დააკავეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხარხელს პოლიციელები აკავებენ ბაღთან, შვილის დატოვების შემდეგ.

შსს-ს ამ დრომდე არ ამბობს მიზეზს და იმას არის თუ არა ოფიციალურად დაკავებული დოდი ხარხელი. პოლიციაში არც იმას აცხადებენ რა მუხლით მიმდნარეობს გამოძიება.

დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში პოლიციაა შესული და ჩხრეკა მიმდინარეობს. სახლში მიიყვანეს თავად დოდი ხარხელიც, რომელიც ჩხრეკაში მონაწილეობს.

“ეს არის რუსული ტერორი” – ამბობს დოდი ხარხელი დაკავების ამსახველ ვიდეოში და განმარტავს, რომ აქტიურობის გამო აკავებენ.

თბილისში, სიმონ ჩიქოვანის 20 ნომერში შეკრებილები არიან ხარხელი მეგობრები და მეზობლები. პოლიციას გაკეთებული აქვს კორდონი.

სრულად წაკითხვა