WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან – კანცელარიასთან მძღოლები შეიკრიბნენ, იმისთვის რომ ე.წ მაყუჩების კანონი გაეპროტესტებინათ.

საუბარია მთავრობის 584-ე დადგენილებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილზე.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ღამის საათებში ავტომანქანის მიერ გამოწვეული მაქსიმალური ხმაურის ზღვრად  80 დეციბელია დაწესებული, ხოლო გაზომვის წესად კი ხმის მზომი ხელსაწყოს მაყუჩიდან 50სმ-ით დაშორება განისაზღვრა.

მძღოლები ამბობენ, რომ ახალი კანონების გამო ჯარიმა-ჯარიმაზე მისდით, აკლდებათ ქულებიც მართვის მოწმობიდან, ამიტომ მოითხოვენ, რომ კანონი იმგვარად  შეიცვალოს, რომ საქართველოს ავტო-მოტოპარკს შეესაბამებოდეს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში  განცხადება შეიტანეს, ისინი რეგულაციების გადახედვას და მძღოლებისთვის დაწესებული შეზღუდვების შეცვლას მოითხოვენ.