სავარაუდოდ, სპეცრაზმელის მიერ დალომბარდებული და შემდეგ გაყიდული ტელეფონის გამო, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ 68 ათასი დოლარი დაკარგა.
ბიზნესმენი ავთანდილ კუჭავა, რომელიც “ხარებას“ სპეცრაზმმა ჯერ ცემა და შემდგ კი ის მობილური წაართვა, რომელშიც კრიპტო აქტივებს ინახვდა, აცხადებს რომ ტელეფონიდან ყველა ის პროგრამა წაშალეს, რომლითაც კრიპტოვალუტის აქტივებს მართავდა.
“პროგრამა წაშლილია, მობილური კი სავარაუდოდ, სპეცრაზმელმა გაყიდა“ -ამბობს ბიზნესმენი, რომელიც დაკავების დროს მიღებული დაზიანების გამო, მკურნალობას დღემდე აგრძელებს.
ამ ეტაპზე, რაც მქონდა ინვესტირებული, კრიპტოაქტივებში 55 ათას დოლარამდეა, 12 000 კი USDT. ჯამში – 68 000$. იანვარში რომ ზრდები იქნება, აღმოჩნდება, რომ მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარი დავკარგე. ყველას შევატყობინეთ, სჯობდა დაებრუნებინა, მობილურზე არ იყო საუბარი. 25-ე დღე იყო, მობილურს რომ ვეძებდით, იძულებული გავხდით, საჯაროდ გამოგვეცხადებინა და ჯილდო დაგვეწესებინა.
ახლა ის ფული ასე ჰაერში იქნება სამუდამოდ გამოკიდებული და ვეღარასდროს ვერავის წვდომა ვეღარ ექნება“, – ამბობს კუჭავა.
ბიზნესმენის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით ყველა უწყება საქმის კურსში ჩააყენა პირველივე დღიდან, თუმცა დღემდე არავინ დაკავშირებია.
ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტო საფულე ჰქონდა, ხოლო საფულის გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა.
კუჭავა მათ, ვინც ტელეფონი წაართვა, სთხოვდა მისთვის ეს მოწყობილობა დაებრუნებინა – ამისთვის გეგმავდა ტელეფონის ღირებულების ორმაგი ოდენობის თანხის გადახდას და კრიპტო აქტივების 30%-ის [$23 ათასის] გაცემას