აქციაზე პირველი არხის ოპერატორი დაშავდა

2 weeks ago 8

 რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა.

 ამის შესახებ ინფოირმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორს სასწრაფოს მანქანაში დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მან დატოვა მანქანა და განაცხადა, რომ არ იცის რა მოხდა, არ დაუნახავს.  პირველი არხი აცხადებს, რომ ოპერატორს პიროტექნიკა “დამიზნებით ესროლეს”.

3-4 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია მომიტინგეები და დააკავა მათი ნაწილი. მათ დასაშლელად გამოიყენა მხუთავი აირი და წყლის ჭავლი, თუმცა აქცია მაინც გრძელდება. მომიტინგეები იყენებენ პიროტექნიკას.

სრულად წაკითხვა