აქციაზე წიწაკის სპრეით ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც დაშავდნენ

3 weeks ago 11

თბილისში, პარლამენტთან რუსული კაონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო პარლამენტის გვერდითა ჩიტაძის ქუჩაზე და საკანონმდებლო ორგანოს უკან, სადაც ტერიტორია პოლიციამ ადამიანებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

მათ შორის, პოლიციამ გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეიც, რომლის ზემოქმედების შედეგადაც აქციის მონაწილეების გარდა დაშავდნენ დეპუტატები ანა წითლიძე და ლევან ხაბეიშვილი და  გამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი და ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი და ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს დააზუსტოს ინფორმაცია დაშავებულების სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების რაოდენობის შესახებ. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ვითარება პარლამენტის მიმდებარედ მას შემდეგ დაიძაბა, რაც დასრულდა სესია, რომელზეც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავდნენ და დეპუტატებს პარლამენტის შენობა უნდა დაეტოვებინათ. პოლიციამ მოქალაქეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელი, ასევე მოქალაქეებს დაატოვებინეს პარლამენტის უკანა ტერიტორიაც. კადრებში ჩანდა როგორ უსწორდებოდნენ მოქალაქეებს ფიზიკურად შსს-ის თანამშრომლები მოქალაქეებს პარლამენტის უკან მდებარე სკვერშიც.

სრულად წაკითხვა