ფოტო – მთავარი
“ქართული ოცნების” ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ზუგდიდში უკვე მე-4 დღეა აპროტესტებენ. მოქალაქეები გუბერნიის შენობასთან არიან შეკრებილები, შემდეგ კი ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.
აქციის მონაწილეები ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
აქციას პედაგოგების დიდი ნაწილი შეუერთდა.
გარდა ამისა, ფოთის პორტის ერთ-ერთ ტერმინალში შესასვლელი გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილები ითხოვენ, რომ უნდა ხელისუფლებამ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი უზრუნველყოს.