სოციალურ ქსელში კახი მამულაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლელა წურწუმიას გაუქმებულ კონცერტებსა და აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად აქცია კონცერტის გამართვაზე საუბრობს:
"ჩემო მეგობრებო
გილოცავთ ნიკოლოზობას.
ბევრი ადამიანი მწერს და აქ გიპასუხებთ.
ლელა წურწუმიას და "ჩვენი ბენდის" კონცერტები და კორპორატიულები, დეკემბრის დასაწყისიდან, 14 იანვრის ჩათვლით გვაქვს გაუქმებული, რამოდენიმე გადატანილი( დაახალოებით 18 ღონისძიება).
რადგან ლელას და ჩემ მუსკოსებსაც, დიდი სურვილი გვაქვს შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი, აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, გვინდა აქცია კონცერტის გამართვა, უბრალოდ კონსულტაციებს გავდივართ ფონდთან და კონცერტთან დაკავშირებულ ტექნიკურ პერსონალთან და ადგილის მფლობელებთან და მალე შეგატყობინებთ" - წერს კახი მამულაშვილი.