აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო

1 week ago 9

აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო.

აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს შსს-მ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას აბრამოვს ქურთუკის ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

ცნობისთვის, აქამდე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ამავე ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძე.

სრულად წაკითხვა