აქციების მონაწილე ბაიკერი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

1 week ago 45

ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე აცხადებს, რომ სატელეფონო მუქარის შემდეგ თავს დაესხნენ.

ღვინიანიძის თქმით, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს — ტუჩზე ნაკერის დადება დასჭირდა.

„72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, შენი შვილი გაჩერდესო. თავიდან გვეგონა, რომ უბრალოდ მუქარებია და მეტი არაფერი, მაგრამ ვხედავთ, რომ სახლში მოვარდნის ამბებიც გვაქვს. არ ვიცი, საიდან გაიგეს, სად ვიყავი. საეჭვო ნომრიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდა. ალბათ, ასე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით, სამი ადამიანი მოცვივდა. ჯერ ჩაგვიარეს მე და ჩემს მეგობარს. მერე გამარჯობა გვითხრეს და უკნიდან შემოგვიტიეს“, — განაცხადა ღვინიანიძემ „ფორმულას“ ეთერში.

დღესვე, ცნობილი გახდა აქციების კიდევ ორ მონაწილეზე — დიმა ჩიქოვანზე და გია ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ.

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

სრულად წაკითხვა