თავდასხმა დაახლოებით 20:30 საათსა და 20:45 საათს შორის მოხდა. მისი თანამოაზრეების ცნობით, მას სამი ადამიანი დახვდა.
ხმალაძეს თავის არეში დაახლოებით 3-4 სმ სიგრძის ჭრილობა აქვს და სისხლი მოსდის.
ამბობს, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა - მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები.
სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც მას ჭრილობას უმუშავებს, ეუბნება: „შეიძლება, რაღაცაც ჩაგარტყეს“.
თავსა და წარბზე დაზიანების გარდა, ხმალაზეს ტუჩიც აქვს გახეთქილი, კბილი - მოტეხილი.
იგი ამ წუთებში [21:10] გადაჰყათ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში („მეცხრე საავადმყოფოში“).
ხმალაძე ფეისბუკზე წერს იმასაც, რომ თავდამსხმელებმა სახლის გასაღები წაიღეს.
- ხმალაძე, - რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
- ნადიმ ხმალაძე მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც ათობით ადამიანი დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ის 11 ოქტომბერს შსს-ში გამოჰკითხეს კიდეც
ინფორმაცია განახლდება

11 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·