28
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მან აქციების შემზღუდავი კანონი, შეფასებისთვის ეუთო/ოდირს გაუგზავნა.
მისი თქმით, ის არ მიესალმება კანონმდებლობის ასეთი ტიპით დამძიმებას და ეუთო/ოდირისთვის გაგზავნის გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.
ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ ის ორგანიზაციის შეფასებებს დაელოდება და საზოგადოებას გაუზიარებს.
იმის გამო, რომ ამ კანონის ეს ცვლილებები, ჩემი აზრით, ზოგადად არ მივესალმები არანაირი ტიპის ასეთ დამძიმებას კანონმდებლობის და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და ეს ცვლილებები, როგორც წინა ცვლილებები, გავგზავნე ეუთო/ოდირში შეფასებისთვის და დაველოდები მათ შეფასებებს და ამ შეფასებებსაც საზოგადოებას გავუზიარებ.
კი, გუშინ მოვაწერე ხელი და გავაგზავნე ეუთო/ოდირში შეფასებისთვის,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა

17 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·