"აქციის აგრესიულმა წევრებმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყეს" - შსს ისევ აფრთხილებს მოქალაქეებს

2 weeks ago 4

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ისევ აფრთხილებს, რომ თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

უწყებაში აცხადებენ, რომ 3 დეკემბერს, შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის "აგრესიულმა წევრებმა", მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი მოქმედებები დაიწყეს.

"კერძოდ, აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს", - წერია შსს-ს ინფორმაციაში.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეების დაშლა უკვე დაიწყო. პოლიცია წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანების თანხლებით დაიძრა მომიტინგეები ისევ "თბილისი მერიოტის" მიმართულებით გადაიყვანა.

სპეცრაზმი ისვრის გაზის კაფსულებს და პერიოდულად, იყენებს წყლის ჭავლს.

სრულად წაკითხვა