აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებული ზუგდიდელი,ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს

1 day ago 2

აქციაზე, პოლიციის ძალადობის შედეგად დაშავებული ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს:

“მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან.
ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის” წერს თირქია.

ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული აქვს მოხვედრილი.

ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ის ინგოროყვას კლინიკაში 3 დეკემბრიდან მკურნალობდა.

სრულად წაკითხვა