აქციის მონაწილეები სახლში დარჩენას სთავაზობენ მათ, ვისაც თბილისში ღამის გასათევი არა აქვს

3 weeks ago 17

“გამიყოლე აქციაზე”, “დაიტოვე” – რუსული კანონის საწინასაღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჯგუფები შექმნეს, სადაც თბილისის სხვადასხვა უბნებიდან აქციაზე (რუსთაველზე) დამგზავრებასა და ასევე, თბილისში, თავიანთ სახლებში დარჩენას სთავაზობენ რეგიონებიდან ჩამოსულებს, რომლებსაც დედაქალაქში ღამის გასათევი არა აქვთ. 

“გამიყოლე აქციაზე” (დააკლიკეთ აქ) – ჯგუფი ფეისბუქზე, აქციაზე წასვლის მსურველთათვის;

“დაიტოვე” (დააკლიკეთ აქ) – ჯგუფი “ფეისბუქზე” მათთვის, ვისაც თბილისში წასვლა და აქციაში მონაწილეობა რეგიონებიდან სურთ, მაგრამ დედაქალაქში ღამის გასათევი არა აქვთ. 

ამას გარდა, შექმნილია სპეციალური საიტი, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი საპროტესტო აქციების შესახებ, კონკრეტულად:

🔸 როდის არის საპროტესტო აქციები;

🔸 აქციაზე ყოფნისას რას მივაქციოთ ყურადღება;

🔸 რა აღჭურვილობა შეიძლება გამოგვადგეს;

🔸 უფლებები დაკავების შემთხვევაში;

🔸 კომუნიკაცია აქციებზე. ჩაინიშნეთ საიტი (დააკლიკეთ აქ). 

შეგახსენებთ, მთელი აპრილის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები “რუსული კანონის” წინააღმდეგ. დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ. პარლამენტის პლენარული სხდომა 21:00 საათამდე გაგრძელდება, მოესწრება თუ არა მეორე მოსმენით კენჭისყრა, ჯერ უცნობია. 

პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათიდან მიმდინარეობს აქცია “რუსული კანონის” წინააღმდეგ, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პარლამენტის შიდა ეზოში და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თავისუფლების მოედანთან, მობილიზებულია საპოლიციო ძალები და სპეცტექნიკა. 

სრულად წაკითხვა