1
ფოტო – მთავარი არხი
აქციის მონაწილეებმა “პირველ არხთან” გზა გადაკეტეს. დღეს, მაუწყებელთან აქცია 18:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების რუსული ნაბიჯების მოწინააღმდეგე მოქალაქეები მეორე დღეა “პირველ არხთან” აქციას მართავენ და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა იმ ხელმძღვანელობის გადადგომაა, რომელიც “ქართული ოცნების” პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს.