ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმათება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, რადგან მათ 28 ნოემბერს განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ იქნებიან ევროკავშირთან მოლაპრაკების გახსნის ინიციატორი.
მხოლოდ პირველ-ორ ღამეს პოლიციამ 150-მდე ადამიანი დააკავა. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ. დაშავებულებსა და დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეების ქმედებების გამო დაშავდა მათი 42 თანამშრომელი. აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას.
აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას და ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის პირველი სართულზე განლაგებული ფანჯრის მინები 30 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ღამეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ჭყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენეს.
სპეციალური საშუალებების გამოყენებით პოლიციამ რამდენჯერმე სცადა აქციის დაშლა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი არ დაიშალა. საპოლიციო ძალების გამოყენებით პოლიციამ ისინი რუსთაველის გამზირს გამოარიდა, საიდანაც მათ მელიქიშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.