WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაცია სრულად შეუზღუდეს. ინფორმაცია ბიზნესმენის სოციალურ გვერდზე ვრცელდება. ელიზბარაშვილი პროკურორის შესაბამისი დადგენილების გაუქმებასა და ოჯახთან კომუნიკაციის უფლების აღდგენას ითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხშაბათიდან შიმშილობას დაიწყებს.

მისივე განცხადებით, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა საქმის პროკურორს, გენერალურ პროკურატურასა და პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას დაეკისრება.

 “ყურადღება! უკანონობა პენიტენციურ დაწესებულებაში — იძულებული ვარ მივმართო უკიდურეს ზომას!
​მინდა საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და მედიას ვაცნობო იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, რაც ჩემ მიმართ ხორციელდება.
​პროკურორის სრულიად უკანონო და უსაფუძვლო დადგენილებით, სრულად გამითიშეს და აკრძალეს ოჯახთან სატელეფონო ზარები!
​არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არანაირი რეალური არგუმენტი — ეს არის პირდაპირი ბერკეტი ჩემს გატეხვასა და ოჯახზე ზემოქმედებისთვის. კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ელემენტარულ უფლებას მართმევენ ადამიანს, რომელსაც ისედაც შეზღუდული მაქვს თავისუფლება.
კატეგორიულად მოვითხოვ:
​დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს უკანონობა და თვითნებობა!
​გაუქმდეს პროკურორის უკანონო დადგენილება და აღდგეს ჩემი უფლება ოჯახთან კომუნიკაციაზე!
თუ ეს უკანონო შეზღუდვა არ მოიხსნება,
ამ ოთხშაბათს ვიწყებ შიმშილობას!
​ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქმის პროკურორს, გენერალურ პროკურატურასა და პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას!
​გთხოვთ გააზიაროთ, რომ ეს ხმა ყველამდე მივიდეს!”, – წერს ელიზბარაშვილი.