მარკო რუბიომ ვენესუელელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამძიმარი გამოუცხადა – ირკვევა, რო, აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გზავნის.
„ამ რთულ დროს ამერიკა ვენესუელელი ხალხის გვერდით დგას. პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას დაუყოვნებლივ გზავნის“, – წერს რუბიო X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის დამხარებისთვის მზად იყო.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა. არსებული ინფორმაცია ბიძგების სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. დანგრეულია სახლები.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·