აშშ-სა და ირანს შორის ორი ღამის განმავლობაში განხორციელებული ორმხრივი თავდასხმების შემდეგ, პარასკევს ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მშვიდია. ამერიკული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად საკითხის დიპლომატიურ დარეგულირების მოლოდინშია, იუწყება CNN წყაროებზე დაყრდნობით.
არხის თანამოსაუბრის სიტყვებით, პენტაგონს, საჭიროების შემთხვევაში ირანზე ახალი დარტყმისთვი საჭირო გეგმა მზად აქვს, თუმცა ვაშინგტონი ამჟამად დიპლომატიას აძლევს წამყვან როლს.
CNN-ის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სტრატეგია შეზღუდული სამხედრო მოქმედებების და დიპლომატიური პაუზების მონაცვლეობაა. აშშ-ის სამხედრო ძალები მაღალ მზადყოფნაში რჩებიან.
ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გრძელდება ირანთან მისი ბირთვული პროგრამის შესახებ ტექნიკური კონსულტაციები. თუმცა, ვაშინგტონი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს ტერორიზმად მიიჩნევს და აფრთხილებს, რომ მზად არის ძალის გამოსაყენებლად თავდასხმების განმეორების შემთხვევაში.
ესკალაცია ჰომუზის სტუტეში ტანკერებზე თავდასმას მოჰყვა
ესკალაციის ახალი ფაზა ჰორმუზის სრუტეში სამ ტანკერზე ირანის თავდასხმებას მოჰყვა. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს და ხუთშაბათს ღამით ირანის ტერიტორიაზე დაახლოებით 170 დარტყმა განახორციელა. ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ 17 დაღუპულის და 93 დაშავებულის შესახებ განაცხადა.
ირანმა კუვეიტში, ბაჰრეინსა და იორდანიაში ამერიკულ ობიექტებსა და ბაზებზე დარტყმებით უპასუხა. ხუთშაბათს შუადღისას ირანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის ახალი დარტყმების შესახებ ირანის ტერიტორიაზე, თუმცა ვაშინგტონმა ეს ინფორმაცია უარყო.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ მაისის დასაწყისიდან მან უზრუნველყო 800-ზე მეტი კომერციული გემის უსაფრთხო გაყარება და დაახლოებით 380 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ამ საერთაშორისო სავაჭრო დერეფნის გავლით.
Axios-ის ცნობით, კატარი, პაკისტანი, თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი ბოლო დღეებში ინტენსიურ კონტაქტში იმყოფებოდნენ ვაშინგტონთან და თეირანთან დაძაბულობის განსამუხტად.
ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს
ხუთშაბათს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებდნენ მჭიდრო კოორდინაციას „სხვადასხვა ფრონტზე“.
ამავდროულად, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ ირანი ტრამპზე თავდასხმას ამზადებდა.
ირანში დაკრძალეს აიათოლა ალი ხამენეი
პარასკევს, მაშჰადში დასრულდა ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების დაკრძალვის ერთკვირიანი ცერემონია, რომლებიც 28 თებერვალს თეირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.
დაკრძალავ პროცესიაზე ისმოდა ანტიამერიკული შეძახილები. ზოგ მონაწილეს დონალდ ტრამპის მიმართ მუქარის შემცველი პლაკატები ეჭირა.
ალი ხამენეის ვაჟი და ირანის უზენაესი ლიდერის მემკვიდრე, მოჯთაბა ხამენეი, დაკრძალვის ცერემონიაზე საჯაროდ არ გამოჩენილა.
„ნიუ-იორკ თაიმსმა“ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჯაბა ხამენეი მამის დაკრძალვას თეირანში არ დაესწრო ისრაელის შესაძლო დარტყმის შიშის გამო.
წყაროების ცნობით, ის იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ 28 თებერვალს მიღებული ტრავმების შემდეგ და მისი არყოფნა კიდევ უფრო ამძაფრებს გაურკვევლობას ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის გარშემო.

2 weeks ago
41







English (US) ·
Georgian (GE) ·