WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

აშშ ირანის საერთაშორისო ფინანსური იზოლაციის გასაძლიერებლად ახალ სასანქციო კამპანიას იწყებს. ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააფრთხილა ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობებს აგრძელებენ – მათ კავშირების შესაწყვეტად განსაზღვრული ვადა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა ამერიკული მეორადი სანქციების სამიზნე გახდნენ. ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონმა იცის, ვინ და რა ფორმით თანამშრომლობს თეირანთან.

„ეს ზომები მეორადი სანქციების რისკს ზრდის ყველასთვის, ვინც იმდენად უგუნურია, რომ ამ რეჟიმთან ბიზნესის წარმოებას განაგრძობს“, — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

ახალი კამპანია, სახელწოდებით „Operation Economic Outcast“, ირანის შემოსავლების წყაროებისა და საერთაშორისო ფინანსური კავშირების შეზღუდვას ისახავს მიზნად. სანქციების გაფართოებული მექანიზმი ხუთ ძირითად სფეროს მოიცავს – ციფრულ აქტივებს, ტექნოლოგიებს, ოქროს, ავიაციასა და საზღვაო გადაზიდვებს. ბესენტის თქმით, შეზღუდვები დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება, რათა ქვეყნებსა და კომპანიებს ირანთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესაძლებლობა მიეცეთ.

ამასთან, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. კითხვაზე, შეეხებათ თუ არა ზომები ირანთან დაკავშირებულ ჩინურ ბანკებსაც, ბესენტმა განაცხადა, რომ „აშშ-ის სანქციების მოქმედების მიღმა არავინ დგას.”