აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი დაკარგა როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე.
დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას აჩვენებს წამყვანი მედიასაშუალებების(CNN, NBC, CBS, Associated Press, New York Times) მონაცემები.
- 3 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და სენატის 100 წევრიდან 35.
- ამ არჩევნებამდე ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ.
ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს უკვე აქვთ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ადგილები - 218 წარმომადგენელთა პალატაში და 51 სენატში.
radiotavisupleba ახალი ამბები