აშშ-ის საელჩო: საქართველო გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით

2 months ago 27

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღეს ეხმაურება და საქართველოს ამ თარიღს ულოცავს. მისალოც ტექსტში, საელჩო აცხადებს, რომ დიპლომატიური უწყება სიამაყით უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და დასძენს, რომ საქართველო “გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით.”

დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზანად ისახავს ქალების პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.

სრულად წაკითხვა