WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა გაფრთხილება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ დედაქალაქის მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოში“.

„მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილი გახდა სარწმუნო საფრთხის შესახებ ისეთი მოვლენის მომზადებაზე, რომელსაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი მოჰყვეს დღეს, 31 ოქტომბერს, მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

უწყებამ მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, არ მიუახლოვდნენ აღნიშნულ რაიონს. დამატებითი დეტალები განცხადებაში მოყვანილი არ არის.

„ცარიცინოს“ წარმომადგენლებმა Mash-ს განუცხადეს, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და პარკი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თუმცა მალევე ფსბ-ში დაადასტურეს, რომ აშშ-ისგან მიიღეს ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის თაობაზე. ამის შემდეგ პარკი „ტექნიკური მიზეზების გამო“ დახურეს.

როგორც ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული ტელეგრამის არხი Baza იუწყება, „ცარიცინო“ სულ მცირე უახლოესი ორი დღით დაიხურება. პარკთან მისასვლელები გადაკეტეს, ტერიტორიას კი კინოლოგები ამოწმებენ.

აშშ-ის ხელისუფლებამ მსგავსი ცნობა მომზადებული ტერაქტის შესახებ 2024 წლის 7 მარტსაც გამოაქვეყნა. დიპლომატიური მისია გამოთქვამდა გაფრთხილებას, რომ უახლოეს ხანში მოსკოვში შესაძლოა თავდასხმა განხორციელებულიყო ხალხის მასობრივი შეკრების ადგილებზე, მათ შორის კონცერტებზე. 15 დღის შემდეგ, 2024 წლის 22 მარტს, ტერაქტი მოხდა სავაჭრო-გასართობ ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“.