აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 19 დეკემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.
შსს-ს ორ თანამშრომელს სანქციები გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაეკისრა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 16 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ სხვა თანამდებობის პირს დაეკისრა სანქციები. მანამდე სანქციები ასევე დაეკისრათ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს ქმედება კოორდინირებული იყო გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც მანამდე საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი ხუთი პირი დაასანქცირა.
სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო გამოსვლებს არაპროპორციული ძალით უპასუხეს, რათა ჩაეხშოთ განსხვავებული აზრი და ხელი შეეშალათ მომიტინგეებისთვის“. პრესრელიზი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა „გამოიყენა ტაქტიკა, მათ შორის მასობრივი ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და სექსუალური ძალადობის მუქარა“ და დასძენს, რომ პოლიციის ძალადობას პოლიციის განყოფილებებში, ასევე საპროტესტო აქციის მიღმა არსებულ ტერიტორიებზეც ჰქონდა ადგილი. პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა „განზრახ ამოიღო მიზანში ჟურნალისტები, რადგან ისინი ძალადობის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/12/2024 – გაერთიანებული სამეფო ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს
- 17/12/2024 – სენატორი კარდინი მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო „ქართული ოცნებისთვის“ მაგნიტსკის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
- 05/12/2024 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას და დამატებით სანქციებს აანონსებს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
19/12/2024 - 18:50
გაერთიანებული სამეფო ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს
19/12/2024 - 17:08
ოპოზიცია ეუთო/ოდირს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებისკენ მოუწოდებს
19/12/2024 - 14:16
სსო-ები: შსს-მ წინასწარ დაგეგმა სასტიკი მეთოდები მომიტინგეების დასარბევად
17/12/2024 - 17:10
ევროპარლამენტარები საქართველოში არჩევნების გაყალბებისა და პროტესტის ჩახშობის გამო სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვენ
17/12/2024 - 14:55
სენატორი კარდინი მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო „ქართული ოცნებისთვის“ მაგნიტსკის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
16/12/2024 - 14:30