Photo: U.S. Embassy Tbilisi/Facebook.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოს სტუმრობს, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ 18 ნოემბერს გაავრცელა.
საელჩოს ინფორმაციით, მისი ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო დაეხმაროს ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.
„დღეს დილით დოქტორი ასკონასი სადახლოს გამშვებ პუნქტს ესტუმრა, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდა“, – აღნიშნა საელჩომ.
ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება.
This post is also available in: English
Read Next
04/10/2025 - 20:04
საქართველოს ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს
19/09/2025 - 12:19
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა „ქართული ოცნების“ არაღიარების შესახებ სახდეპის აქტში ცვლილებას მხარი დაუჭირა
13/08/2025 - 15:25
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ
16/06/2025 - 18:56
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
06/02/2025 - 17:51
სახდეპი: ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს იყენებენ
19/12/2024 - 23:34

1 week ago
15







English (US) ·
Georgian (GE) ·