WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

29

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III დაეშვა. ამის შესახებ ცნობა თავდაპირველად РБК-მ Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.

თვითმფრინავი 23 აგვისტოს მერილენდის შტატში მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან აფრინდა. თავდაპირველად ის რიგაში ჩაფრინდა, სადაც ორი დღე გაატარა, შემდეგ კი პირდაპირ მოსკოვისკენ გაემართა.

ენდრიუსის ავიაბაზა ცნობილია, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის სამთავრობო თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი ბაზა. იქ ხშირად სრულდება აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური რეისები და სწორედ იქ არის განთავსებული პრეზიდენტის “ბორტი ნომერი პირველი”.

Boeing C-17 Globemaster III მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც შორ მანძილზე ტვირთის, ტექნიკისა და პერსონალის გადასაყვანად გამოიყენება.

კონკრეტული თვითმფრინავი 2021 წელს ჟენევის აეროპორტშიც შენიშნეს, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე. იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს სამიტისთვის ავტომობილები, პერსონალი ან შესაბამისი აღჭურვილობა გადაჰქონდა.

ამერიკული თვითმფრინავის მოსკოვში ჩაფრენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.