გავრცელებული მოლოდინით, აშშ-ის უზენაესი სასამართლო უახლოეს დღეებში დაასრულებს მიმდინარე სესიას - თუმცა ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე. მათ შორისაა სამი საქმე, რომლებიც მიემართება დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენების მასშტაბს, ორი მნიშვნელოვანი საქმე, რომლებიც არჩევნებს ეხება და ასევე საქმე, რომელიც ეხება ტრანსგენდერ ათლეტებზე ცალკეული შტატების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას.
სასამართლომ, რომელშიც კონსერვატორები 6-3-ზე წარმოადგენენ უმრავლესობას, შვიდი საქმე უნდა გადაჭრას, გადაწყვეტილებებi ორშაბათს უნდა გამოქვეყნდეს. უზენაესი სასამართლოს სესია ოქტომბერში იწყება და როგორც წესი ივნისის ბოლოს მთავრდება, ზოგჯერ დასრულების ვადა ივლისის პირველ რიცხვებში გადადის.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ტრამპთან დაკავშირებული საქმეები ეხება მის მიერ შარშან გადადგმულ ნაბიჯებს სამსახურიდან გაეთავისუფლებინა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრი და ვაჭრობის ფედერალური კომისიის წევრი, ასევე მის აღმასრულებელ ბრძანებას დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობის უფლების შეზღუდვაზე. სამივე ნაბიჯი გამოცდის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ზღვარს - წერს Reuters.
ხუთშაბათს უზენაესმა სასამართლომ რესპუბლიკელ პრეზიდენტს გამარჯვება მიანიჭა იმიგრაციასთან დაკავშირებულ ორ საქმეში, მანამდე არაერთხელ დაუჭირა მხარი სასწრაფო ფორმით მიღებული განჩინებებით - რითიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაბალი რანგის სასამართლოებში იყო გასაჩივრებული, ხორციელდებოდა, იურიდიული პროცესის პარალელურად. თუმცა თებერვალში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი მარცხი მიანიჭა, როცა უარყო მასშტაბური ტარიფები, რომელთა გამოყენებასაც კანონი საგანგებო ვითარებებში ხდიდა შესაძლებელს.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·