ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი განიხილა და მას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 345-მა კონგრესმენმა დაუჭირა, საიდანაც 165 რესპუბლიკელია, 180 კი – დემოკრატი.
შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.
მანამდე, კანონპროექტი სენატში კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებთან – სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

5 months ago
31







English (US) ·
Georgian (GE) ·